პოლიტიკა
საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, 22 ივნისს, იმ დღეს, როდესაც ჰიტლერული გერმანია ვერაგულად დაესხა თავს საბჭოთა კავშირს, სოციალური ქსელი “ფეისბუქის” მომხმარებელმა ანდრეი დუტოვმა თავის ფეისბუქ-გვერდზე განათავსა გენერალისიმუს იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ფოტო მოკლე კომენტარით, რომელიც მყისვე ჰიტად იქცა - ის მომხმარებელთა უზარმაზარმა რაოდენობამ წაიკითხა, გააზიარა და მოიწონა.
აი, რა დაწერა მან: “არ მესმის! ეს როგორ?! ნაპოლეონმა ომი წააგო, ხალხის ურიცხვი რაოდენობა იმსხვერპლა, ქვეყანა დაშალა და საფრანგეთში ის - ეროვნული გმირია. სტალინმა ომი მოიგო, მსოფლიო ფაშიზმისგან იხსნა, თავის შემდეგ მძლავრი სახელმწიფო დატოვა და ის - ეროვნული მტერია?!”.