საზოგადოება
„კვირიკაშვილის მეთაურობით დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც იმართება საზოგადოებისგან“ - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

 "შეგახსენებთ, რა ხდებოდა გასულ წლებში ჩვენს ქვეყანაში - უვარდებოდნენ ბიზნესს, ავიწროვებდნენ. ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა ციხეებში. რა გაკეთდა ამ წლების განმავლობაში - ადამიანის უფლებების მხრივ ვითარება, მგონი, ევროპის ქვეყნების მსგავსი არ არის, მაგრამ შესადარი გახდა. არავინ ავიწროვებს ბიზნესს”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 „ჩვენ უნდა შევაფასოთ ხელისუფლება, რისი გაკეთება შეიძლებოდა და არ გააკეთა ან როგორ გააკეთა. თუ კიდევ ერთხელ შევადარებთ სხვაობას ეკონომიკასა და ადამიანის უფლებებს შორის, ძალიან დიდია და ეკონომიკის უფრო სწრაფი ტემპებით განვითარება უნდა მოვახერხოთ. არავის აზრადაც არ მოუვა, რომ ხელისუფლება კვირიკაშვილის მეთაურობით ჩაერევა ბიზნესის შევიწროებაში. კვირიკაშვილის მეთაურობით დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც იმართება საზოგადოებისგან, იმართება ბიზნესისგან“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.