საზოგადოება
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი.

„26 ივნისს, 17:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა №2), გაიმართება პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა.

ყრილობის გაშუქების მსურველმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გთხოვთ ჟურნალისტის/ოპერატორის/ფოტოგრაფის სახელი და გვარი  წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: press41gd@gmail.com.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 23 ივნისი, 18:00 საათი. სააკრედიტაციო ბარათები გაიცემა 2016 წლის 24 ივნისს პარტიის ცენტრალურ ოფისში: თბილისი, ერეკლე II-ის მოედანი №3. მედიის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს სამსახურებრივი მოწმობა“.