სამართალი
ჯეფრი სილვერმანი: „ სააკაშვილი გამოყენებული პრეზერვატივია, ამერიკასა და რუსეთს ის აღარ სჭირდებათ“

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. „სააკაშვილს უკრაინელები ცოტას კიდევ მოუთმენენ და კარგს არაფერს დამართებენ, დიდი ალბათობაა, რომ მოკლან კიდეც“, – ამის შესახებ გაზეთ ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი აცხადებს, რომელიც ჟურნალ „ვეტერანს თუდეის“ საქართველოს ბიუროს უფროსია.

„იცით, ამერიკიდან რატომ გამოაგდეს? სექსუალურად აღგზნებული იყო, თავს ვერ აკონტროლებდა, ერთ-ერთი სტუდენტთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარება მოუნდა. ლექტორისგან ასეთი ქცევა ამერიკაში მიუღებელია. ამიტომ კინწისკვრით გამოაგდეს უმაღლესი სასწავლებლიდან. უფრო მეტიც, სააკაშვილი ნარკოდამოკიდებულია.

სააკაშვილს ელვის პრესლის ვამსგავსებ, ახალგაზრდა ელვისი სიმპათიური კი იყო, მაგრამ როცა ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო, გასუქდა. ბოლოს რაც მოუვიდა, ყველამ იცით. სააკაშვილსაც პრესლის ბედი ეწევა. შემდეგ კი, როგორც ერთ-ერთ მოედანს დაარქვეს ზურაბ ჟვანიას სახელი, სადმე გლდანში ან გადაკარგულში სააკაშვილის სახელობის მოედანს გახსნიან. ხომ ხედავთ, როგორც ვირთხამ – გემი, ზურაბ ადეიშვილმაც დატოვა კიევი, უფრო ადრე კი – ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა“, – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ამერიკელი ჟურნალისტი.

ამავე ინტერვიუში ჟურნალისტი შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც ეხმაურება.

„სტრასბურგში მერაბიშვილი თუ ასე უყვართ და წმინდანად მიაჩნიათ, ისღა დარჩენიათ, შემოსონ და რომის პაპად აკურთხონ. მაინც კათოლიკეა, ისედაც ვატიკანს ეკუთვნის. სინამდვილეში, მერაბიშვილი იყო უდელი ეფენდი, რომელიც ქართველებს ზემოდან უყურებდა და აფურთხებდა. წლების წინათ, როდესაც უდეში ჩავედი და მოსახლეობას შევხვდი, ყველაფერზე ამბობდნენ, ვანომ ააშენაო, ვანომ კი არა, თქვენ ააშენეთ, ქართველებმა – მეთქი. მერაბიშვილი არავინ და არაფერი იყო, ის ცოლმა – თაკო სალაყაიამ შექმნა, რომლის სახელი დიდ კორუფციასა და ნარკობიზნესს უკავშირდება. ის იყო ასლან აბაშიძესთან დაახლოებული პირი, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა რუსეთსა და საქართველოს შორის არაოფიციალურ დიპლომატიურ შეხვედრებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუკი სტრასბურგი ვანო მერაბიშვილის მიმართ ლოიალობას იჩენს, ესე იგი, ეს გამოწვეულია დიდი პოლიტიკური ზეწოლით. მერაბიშვილს რაშიც კი ბრალი აქვს წაყენებული, ყველაფერში დამნაშავეა“, – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ჟურნალ „ვეტერანს – თუდეის“ საქართველოს ბიუროს უფროსი.

წყარო: exclusivenews.ge