უცხოეთი
ზახაროვა სავჩენკოსთვის უკრაინული მიწის მავნებლობაზე საუბრობს

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა მისი დაბრუნება უკრაინაში. ამის შესახებ მან კვირას, 19 ივნისს პუბლიცისტ დიმიტრი პუჩკოვთან ინტერვიუში განაცხადა.

 „სასამართლო სხდომებზე რუსეთში ის დარბოდა სკამზე, ყვიროდა, ჟესტებს უჩვენებდა, მღეროდა, მხიარულობდა. მაშინ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მოითხოვდა მის გათავისუფლებას – აქაოდა, სიკვდილის პირას არისო. ახლა იგი თავისუფალია, თავის სამშობლოში ზის და ითიშება“, – განაცხადა ზახაროვამ.

 მან იქვე დასძინა, რომ სავჩენკო კიევში ფეხშიშველი დადის, რადგან „მშობლიური მიწა ძალას უნდა იძლეოდეს“, თუმცა, გამოდის, რომ პირიქით – ართმევს.

 ამასთან, ზახაროვამ განაცხადა, რომ სავჩენკოს ისტორია სასაცილო კი არა ტრაგიკულია.

 შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტების – იგორ კორნელიუკისა და ანტონ ვოლოშინის მკვლელობისთვის გასამართლებული სავჩენკო მაისის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა.