საზოგადოება
„მიმტანი გოგონა: პრეზიდენტმა ჭამა, სვა, იხითხითა, კაი დრო ატარა, ადგა და წავიდა, მადლობაც კი არ უთქვამს...

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტ მარგველაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

 „ორთაჭალაში ერთი რესტორანია (არ დავასახელებ), რომლის მოწილეებიც ბობოლა ნაციონალებიარიან. ამ რესტორანში თავისი ამალით ხშირად დადის ჩემი პრეზიდენტი. ამას წინებზეც ყოფილა, კარგად მოულხენია. მიმტანი გოგო მიყვება: ჭამა, სვა, იხითხითა, კაი დრო ატარა, ადგა და წავიდა, მადლობაც არ უთქვამს… ბოლოს მისმა დაცვამ ინამუსა და 5 ლარი დამიტოვაო.

 ჩემო პრეზიდენტო, ეგ დანა-ჩანგალი მაინც დაგედო ნორმალურად, ბოლო-ბოლო, მთელი მსოფლიო გიყურებს. ამ ფოტოს ნახავენ გერმანელები და აუცილებლად იტყვიან, ამ ველურებს ვიზალიბერალიზაცია რანაირად უნდა მივცეთო?!”.