საზოგადოება
სტამბოლში პოლიციამ ლგბტ-აქცია ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალა

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ტაქსიმის მოედნის მახლობლად შეკრებილი 150-მდე ადამიანის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 11 ადამიანი. აქცია, რომელიც რამადანის თვეს დაემთხვა, მთავრობის მიერ სანქცირებული არ ყოფილა.

სტამბოლში ყოველწლიური გეი-აღლუმი უკვე 10 წელზე მეტია, იმართება. პირველად ხელისუფლებამ მსვლელობის ჩატარება გასულ წელს აკრძალა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აღლუმი მუსლიმანთა წმინდა თვის რამადანის დროს უნდა გამართულიყო. შარშან საპროტესტო მსვლელობა პოლიციამ წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა.