საზოგადოება
საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. 19 ივნისს უკრაინულმა ავიაკომპანიამ „Bravo Airways” პირველი რეისი შეასრულა კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით. ფრენები კიევის „ჟულიანის“ აეროპორტის მიმართულებით 19 ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე, ყოველ კვირა დღეს, Boeing 735 ტიპის ხომალდით შესრულდება.
უკრაინული ავიაკომპანია Bravo Airways 2012 წელს დაარსდა. 2015 წლიდან კომპანია აქტიურად ახორციელებს ჩარტერულ რეისებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.