სამართალი
"თუ გერლიანი ქურდული სამყაროს მიმდევარია, აუცილებლად დააკავებენ" - დიმიტრი ქუმსიშვილი

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ასე ეხმაურება ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში კანონიერი ქურდის დავით გერლიანის, იგივე “სვანას” ჩამოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

 “საქართველოში გვაქვს საკმაოდ მკაცრი კანონი ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობის, რომელიც კანონობს. აქედან გამომდინარე, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები გააკეთებენ იმ რეაგირებას, რომელიც უნდა გაკეთდეს. თუ ქურდული სამყაროს მიმდევარია, აუცილებლად დააკავებენ საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.     

 “თუ მას არ ჰქონდა საქართველოში შემოსვლის უფლება, კანონით აკრძალული ჰქონდა, საქართველოს კანონმდებლობით, ამ შემთხვევაში არსებობს საზღვრის კონტროლი, აეროპორტის კონტროლი. თუ მან უპრობლემოდ გაიარა საკონტროლო ზონები, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში შიდა სამსახურებრივი მოკვლევა უნდა დაიწყოს“, - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა დათო ლორთქიფანიძემ.