სამართალი
"ჟურნალისტებმა არ უნდა მისცენ თავიანთ თავს იმაზე მეტი უფლება, ვიდრე ჟურნალისტის ეთიკა აძლევთ" - დიმიტრი ქუმსიშვილი

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი “რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

 “ჟურნალისტების უფლებები უნდა იყოს დაცული. ამავდროულად, არც ჟურნალისტებმა არ უნდა მისცენ თავიანთ თავს იმაზე მეტი უფლება, ვიდრე ჟურნალისტის ეთიკა გაძლევთ ამის შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უმოკლეს ვადაში მოიკვლევს ამას და შესაბამისად დადგება ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.