პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისია აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. შეხვედრებზე, 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ორგანიზებაზე მსჯელობენ.

ორივე არჩევნებისთვის პროცესების ერთობლივი მართვისა და საქმიანობის კოორდინირების საკითხებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია  აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს. შეხვედრებში, ასევე მონაწილეობენ ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები.

ცესკოსა და უსკოს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და მაღალკვალიფიციური არჩევნების ადმინისტრირების პროცესში.