ახალი, 2011 წლის დადგომას მოსახლეობის 43 პროცენტი სადღესასწაულო განწყობით შეხვდა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შესაბამისი სოციოლოგოური სამსახურების მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ყველა ვერ შეხვდა ერთნაირად ამ საყოველთაო დღესასწაულს.საინტერესოა ახალი მონაცემების წინა წლების მახასიათებლებთან შედარებაც. 2009 წელს, დეკემბერში, ახალი წლის დადგომის გამო სადღესასწაულო განწყობა ჰქონდა გამოკითხულთა 42 პროცენტს, 2008 წელს - 29პროცენტს, 2007 წელს - 47-ს, 2006 წელს 43-ს, 2005 წელს - 40-ს.
ახალი წელი ჩვეულებრივი დღეა გამოკითხულთა 28 პროცენტისთვის (2009 წელს - 29 პროცენტისთვის, 2008 წელს - 38, 2007 - 24, 2006 წელს - 23, 2005 წელს - 24პროცენტისთვის), არასადღესასწაულო (პრობლემების გამო) განწყობა აქვს - 29 პროცენტს.
ტრადიციული სადღესასწაულო ქართული სუფრა (გოჭი, ინდაური, საცივი, გოზინაყი და ა.შ.) გაიშალა გამოკითხულთა 38 პროცენტის ოჯახში (2009 წელს - 40პროცენტის, 2008 წელს - 32-ის, 2007 წელს - 45-ის, 2006 წელს - 46-ის, 2005 წელს - 42-ის). 36 პროცენტმა სრულყოფილად ვერ შესძლო მისთვის სასურველი სუფრის გაშლა (2009 წელს - 33-მა, 2008 წელს - 42-მა, 2007 წელს - 36-მა, 2006 წელს - 34-მა, 2005 წელს - 37-მა).
გამოკითხულთა 26 პროცენტის ოჯახებში საახალწლო სუფრას ყოველდღიური მენიუსგან განსხვავებული არაფერი შემატებია (2009 წელს - 27პროცენტისათვის, 2008 წელს - 28, 2007 - წელს -19, 2006 წელს - 20, 2005 წელს - 21 პროცენტისათვის).