სამართალი
შსს-მ ზუგდიდში „ნიკორას“ მაღაზიაზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნიკა . ყაჩაღობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს.

ამა წლის 10 ივნისს ნიღბიანი ნიკა ლ. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შპს „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხა, 205 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და ნიღაბი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.