სამართალი
საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა აზერბაიჯანის მოქალაქე კარინა გ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული პირი ბათუმში, იჯარით აღებულ სასტუმროში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.
სამართალდამცველებმა სასტუმროს მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის
სახით დაჰკითხეს. კარინა გ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.