უცხოეთი
საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს, მათ შორის, უკრაინაში კონფლიქტის სწრაფი დარეგულირების ინტერესებში.
„ჩემი რწმენით, ეს პრობლემა (სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინა) არ გადაიჭრება, თუ ამ საკითხით არ დავკავდებით. ეს პრობლემა გართულდება. დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს“, - განაცხადა სარკოზიმ ხუთშაბათს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან ერთად, უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებისთვის "პირველმა ხელი ძლიერმა უნდა გაუწოდოს და ძლიერი ამ შემთხვევაში რუსეთი და ბატონი პუტინია"- განაცხადა სარკოზიმ.