საზოგადოება
ზუგდიდის ბიუჯეტი საკრებულოს სხდომაზე ღამის 8 საათზე მიიღეს

sakrebulo-zugdidi28 დეკემბერს ღამის 8 საათზე სასწრაფოდ იქნა მოწვეული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც ზუგდიდის 2011 წლის ბიუჯეტი მიიღეს. პროტესტის ნიშნად სხდომა მხოლოდ “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიას ბიძაშვილმა გია ალასანიამ დატოვა.

საკრებულოს ჩატარებისა და ბიუჯეტის მიღების მოთხოვნა ზუგდიდის გამგეობიდან მომდინარეობდა, იყო აგრეთვე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიას ზარიც და მიუხედავად წინააღმდეგობისა, ზუგდიდის საკრებულო დათანხმდა ამ წინადადებას. საკრებულოში ამ სასწრაფო სხდომის მოწვევას იმით ხსნიან, რომ არ შეჩერებულიყო ტენდერები და შესყიდვები.

საკრებულოს შეეძლო ბიუჯეტი მარტში და აპრილშიც მიეღო, მაგრამ ახალი კანონმდებლობით ვადები შეზღუდულია. საკრებულოში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი მხოლოდ პირობითაა მიღებული და საბოლოო დამტკიცება 20 იანვარს მოხდება.