სამართალი
საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, იური ლუცენკოს კომპეტენცია არ არის საქართველოს შიდა პოლიტიკური მოვლენების ანალიზი.
"ლუცენკო არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული პოლიტიკოსი, ჩემი თვალსაზრისით. მის განცხადებას აქვს ნულის ტოლი ფასი ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის. აბსოლუტურად იყო მიუღებელი და ეს არ იყო მეგობრული ნაბიჯი, ეს არ არის არც მისი კომპეტენცია და ვურჩევდი, საკუთარ საქმეებს მიხედოს“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
როგორც უკვე ცნობილია, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს მისი დაპატიმრების და ვანო მერაბიშვილის პატიმრობის საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია, მერაბიშვილი კი პოლიტპატიმრად მოიხსენია.