სამართალი
„კრიმინალმა არ შეიძლება იქონიოს გავლენა საქართველოს მოქალაქეების ევროპაში თავისუფალ მიმოსვლაზე“ - გიორგი მღებრიშვილი

 საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. პრემიერის ვიზიტს გერმანიაში და კანცლერ მერკელთან გამართულ შეხვედრას დადებითად აფასებენ საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, დადასტურდა გერმანიის მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის პროცესისადმი.

 „ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შესრულდა 100%-ით. აქ არანაირი მიზეზი არ არსებობს უარის თქმის. ასევე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ კრიმინალმა არ შეიძლება იქონიოს გავლენა საქართველოს მოქალაქეების ევროპაში თავისუფალ მიმოსვლაზე. ეს დღის წესრიგიდან, შეიძლება ითქვას, რომ მოხსნილია და ქალბატონმა მერკელმა კონკრეტულად აღნიშნა, თუ რა აფერხებს ამ პროცესს“, - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.