საზოგადოება
ახალ წელს თბილისში 68 სამაშველო და 38 სახანძრო შემთხვევა დაფიქსირდა

xanzariახალ წელს თბილისში 68 სამაშველო და 38 სახანძრო შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს განუცხადა თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ, ეს არის 1 და 2 იანვრის ღამის სტატისტიკა. „არც ერთ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - აღნიშნა მან.

ეგახსენებთ, რომ თემურ გიორგაძე ცნობილი სამბისტია. მან შარშან პრაღაში (ჩეხეთი) ჩატარებულ მსოფლიო პირველობაზე, რომელზეც 32 ქეყნის წარმომადგელები ასპარეზობდნენ, ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.