უცხოეთი
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში შავ ზღვაზე ნატოს შესაძლო სამხედრო ყოფნას უსაფრთხოდ არ მიიჩნევენ

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატო-ს ოთხი დამატებითი ბატალიონის განლაგებაზე საპასუხოდ, რუსეთი იძულებული იქნება „გარკვეული საპასუხო ზომები“ მიიღოს.

 ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ინტერფაქსს“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეი კელინმა განუცხადა.

 „ეს იქნება სამხედრო ძალის ძალიან საშიში ზრდა ჩვენი საზღვრების სიახლოვეს. ვშიშობ, ამას დასჭირდება გარკვეული საპასუხოდ ზომები“, - განაცხადა კელინმა.

 აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს დამატებითი ძალების შესაძლო განლაგების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა ჟურნალისტებს უამბო.

 რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთის და სამხრეთის სამხედრო ოლქებში ახალ დივიზიებს ჩამოაყალიბებს და ეს ზომა ნატო-ს შეკავებისკენ იქნება მიმართული.