საზოგადოება
ცხინვალის ხელისუფლება სომხების გენოციდის აღიარებას გეგმავს

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონის ხელისუფლება სომხების გენოციდის აღიარებას აპირებს და სანაცვლოდ ოფიციალური ერევანისგან ოსი ხალხის გენოციდის აღიარებას ელოდება.

პარლამენტში აღნიშნავენ, რომ საკითხი საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ შარშან განიხილებოდა, თუმცა ოფიციალური მოთხოვნა სომხური დიასპორისგან ერთი დღის წინ მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პარლამენტი საკითხს განსახილველად სესიაზე გაიტანს.