საზოგადოება
„არ დაიჯერებ 2“ – „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის უფროსი ვიდეოს ავრცელებს (ვიდეო)

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი.  „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს სახელწოდებით - „არ დაიჯერებ 2“ (ვიდეო იხ. აქ).

ვიდეოში ასახულია ციხისძირის პარკში ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი უნიკალური ჯიშის ხეების დარგვა - 20 ლირიოდენდრონი (ტიტის ხე), 10 სექვოია, 10 მეტასექვოია, 3 მარადმწვანე მუხა, 10 ჭაობის კვიპაროსი (იშვიათი ჯიში, რომელიც ბევრი ევროპული პარკისთვისაც ფუფუნება), ჰიმალაისა და ატლასის კედრები, ფოტინიები. საერთო ჯამში ციხისძირის პარკში 150-ზე მეტი ხე დაირგვება.

აღნიშნული ვიდეო იმ ვიდეოშარჟის (ვიდეო იხ. აქ) ერთგვარი პასუხია, რომელიც სოციალურ ქსელში ციხისძირიდან ურეკში გიგანტური ხის გადატანის დროს გავრცელდა.