პოლიტიკა
„სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში სიტყვასიტყვით არის აღნიშნული, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არის კანონიერი და დასაბუთებული" - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არაერთგზის გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 „სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობასა და ამ პერიოდში მერაბიშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელა. სასამართლოს კითხვები არ აქვს მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არავითარი ფორმით არ ცვლის მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლომ მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ ცნო და დაადგინა მხოლოდ ორი ხარვეზი, რომელიც არ არის ივანე მერაბიშვილის არც წინასწარი პატიმრობის უკანონობის დადგენის და არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი“, - აღნიშნა კობახიძემ.