პოლიტიკა
ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია CEFC საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. კონკრეტულ საინვესტიციო სფეროებსა და პროექტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის წარმომადგენლებმა გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებში დეტალურად განიხილება ყველა ის შესაძლებლობა, რომლითაც ინვესტორები დაინტერესდებიან. სამუშაო ჯგუფს საქართველოს მხრიდან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.

შეხვედრისას ასევე შედგა შეთანხმება, რომ შანხაიში, სადაც კომპანია CEFC-ის სათავო ოფისი მდებარეობს, მომავალი ერთი თვის განმავლობაში საინვესტიციო ფორუმი გაიმართება.

ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია CEFC ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სფეროებში მოღვაწეობს. მისი წლიური ბრუნვა 35 მილიარდ დოლარს აღწევს. კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, ჩეხეთში, სლოვაკეთსა და რუმინეთში.