პოლიტიკა
ჯუმბერ კირვალიძე: "პრემიერ–მინისტრობისას შეგეძლოთ თავად გაგერკვიათ, პუტინი როგორ მოიქცეოდა!“

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. პოლიტოლოგმა ჯუმბერ კირვალიძეკომენტარი გაუკეთა საქართველოს ექსპემიერ მინისტრის, პარტიის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დამფუძნებელის, საზოგადოებრივი ლიდერის, მილიარდერისა და მეცენატის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის - „მოქალაქე“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მორიგ პრესკონფერენციას ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის შემდეგნაირად:

 „14 ივნისს საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ბეჭდური და ონლაინგამოცემების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, როდესაც შეეხო რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის პრობლემატიკას, განაცხადა: "რას გადაწყვეტს პუტინი და როგორ მოიქცევა, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს“.

 ივანიშვილისგან ამ ფრაზის შემდეგ ბუნებრივად დამებადა კითხვა – თქვენ ხომ პრემიერ–მინისტრი იყავით, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა გქონდათ! საქართველოს მთავარი პრობლემის გადასაჭრელად რატომ არ შეხვდიქვეყანა-ოკუპანტის - რუსეთის პრეზიდენტს, მაშინ ხომ გეცოდინებოდათ - „რას გადაწყვეტს და როგორ მოიქცევა პუტინი“ და დღეს ჩვენ, საზოგადოებას არ გვეტყოდიამ სიტყვებს...

 ბატონო ბიძინა!

 თქვენი მხრიდან ამ უმაღლესი პოლიტიკური დონის შეხვედრის (რომელიც გარდაუვალია, რადგანაც ჩვენთვის სასიკეთოდ სხვაგვარად არაფერი შეიცვლება!) ღარიბაშვილ–მარგველაშვილ–კვირიკაშვილზე გადაბარება რამდენად სწორი და გამართლებულია, როცა ამ სამი ახალგაზრდა ადამიანის გამოცდილება (რაც ამ დონის შეხვედრისთვის უმთავრესია!) თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ახლოსაც ვერ მოვა?!. მოკლედ, დღეს მკითხაობას რაღა აზრი აქვს, თქვენ პრემიერ–მინისტრი იმიტომ იყავით, რომ თავად უნდა გაგერკვიათ – ”პუტინი რას გადაწყვეტდა და როგორ მოიქცეოდა”!".