საზოგადოება
"პარლამენტში დარჩენას არ ვაპირებ, მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ" - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ამ განცხადებით გიორგი კვირიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, ის არჩევნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიონ. გუშინ ატყდა ერთი ამბავი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას. გამორიცხულია. მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 გიორგი კვირიკაშვილმა დიმიტრი ქუმსიშვილის პირველ ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ის და კახა კალაძე საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იქნებიან ჩართული. „მე და კახა კალაძე ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში და ეკონომიკურ გუნდს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია. აქედან გამომდინარე არის გამოწვეული ეს დანიშვნა, ამიტომ ყველანაირი მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არის უადგილო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.