საზოგადოება
საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკის“ შენობაში მორიგი პრესკონფერენცია გამართა - ამჯერად ის ადგილობრივი და საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს, რომ არჩევნების პარალელურად ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართოს, ივანიშვილმა უპასუხა:
„მოკლედ - კი, მაგრამ ღია კარებს ვამტვრევთ. მე მგონი, ცოტა ზედმეტი აჟიოტაჟი ავწიეთ. მე ტრადიციულ ოჯახებს ვუჭერ მხარს, მაგრამ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს ვუჭერ და ესეც გავითვალისწინოთ“.