საზოგადოება
„ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის გადალახვა გაუჭირდება“ - ივანიშვილი

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა „ტექნოპარკის“ შენობაში მორიგი პრესკონფერენცია გამართა - ამჯერად ის ადგილობრივი და საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა.

 ივანიშვილის განცხადებით, სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვა გაუჭირდება, რადგან რეალურად მათ ზრდის რესურსი არ აქვთ”.

 ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მიხეილ მაჭავარიანიც გააკრიტიკა.

 „ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ქალაქის მერი ციხეში არიან, ყოფილი პრეზიდენტი დევნაშია და ამ დროს პირველი კითხვა ვიზალიბერალიზაციაზე დაისვა. ეჭვი არ არსებობს, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ. დღეს მიშა მაჭავარიანი გამოდის და ზნეობაზე საუბრობს. ყველამ იცის, რომ ის ყველაზე მაგარი გამყალბებელია და ეს ზნეობაზე მელაპარაკება, ამაზე საზოგადოება ღიზიანდებ“, - აღნიშნა ექსპრემიერმა.