პოლიტიკა
ლევან მამალაძე და თამაზ მეჭიაური ერთ საარჩევნო ბლოკში ერთიანდებიან

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ლევან მამალაძის ”სახალხო ხელისუფლება” და თამაზ მეჭიაურის ”მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის”, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, არჩევნებზე ერთ საარჩევნო ბლოკად მიიღებენ მონაწილეობას.

ბლოკში გაერთიანების შესახებ განცხადების გაკეთება უახლოეს დღეებში იგეგმება. მეჭიაური, მამალაძე და სულხან მოლაშვილი, ასევე, მოლაპარაკებას აწარმოებენ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსა და პოლიტიკოსებთან.