საზოგადოება
დღესავით გაიფრინა ერთმა წელიწადმა... რა მოგვიტანა მან? უკეთესი, უფრო ჭკვიანი და კეთილი გავხდით? ამას მომავალი გვიჩვენებს.
თუმცა ახალ წელს სასწაულების გვჯერა. მოდი, ვისურვოთ, რომ 2011 წელს ყველაფერი ძალზე კარგად იყოს: მდიდრებს ღარიბებისთვის გაეყოთ ქონება, ხელისუფალთ უბრალო ხალხზე ეზრუნოთ, ყველა – ქართველები, რუსები, აფხაზები, ოსები - თითქოსდა ცუდი სიზმრისგან გამორკვეულები, ბოლოსდაბოლოს მივმხვდარიყავით, რომ გასაყოფი არაფერი გვაქვს და წასულების მოხსენიებით, ცრემლმომდგარებს ერთმანეთისკენ გადაგვედგას ნაბიჯი.
შემდეგ კი ეკლესიის წინ მუხლმოყრილებს მშობლიური მიწა დაგვეკოცნოს და ლოცვა აღგვევლინოს უფლისთვის განთიადის, იმედისა და სიყვარულის გამო!
ძვირფასო მკითხველებო! საქინფორმი ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს! მშვიდობა დამკვიდრებულიყოს ჩვენს ოჯახებში, გვფარავდეს უფალი!