საზოგადოება
აქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ და „თავისუფალი თაობა“-ს განცხადება:

16 ივნისს, კვლავ დგება „ცხელი ხუთშაბათი“ პარლამენტარებისთვის და ამჯერად „ქართული ოცნებისთვისაც“. დღის 12 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციები „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ და „თავისუფალი თაობა“ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს და ორგანიზაციებს, შეუერთდეს ჩვენს აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც „უსახლკაროთა შესახებ“ კანონპროექტის მიღებაა და ამ კატეგორიაში შემავალი ადამიანებისთვის პრობლემების შემსუბუქებას ითვალისწინებს. ვინაიდან „ქართული ოცნება“  წარმოადგენს მმართველ გუნდს, ამიტომ პარლამენტთან დაწყებული საპროტესტო აქცია გაგრძელდება „ქართული ოცნების“ ოფისთან და შეახსენებს ამ პარტიას, მის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრის წინასაარჩევნოდ გაცემულ სოციალურ დაპირებებს  და მათ შესრულებას მოითხოვს“.