სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ჩინოვნიკი დააკავა

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, საბიუჯეტო-საფინანსო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე თემურ პლაჭიაშვილი.

თემურ პლაჭიაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 150 ჰა მიწის ფართობის დროებით სარგებლობაში გადაცემისა და შემდგომი მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, თემურ

პლაჭიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.