პოლიტიკა
საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ გამოსცა.
დღემდე საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ორი ვიცე-პრემიერის თანამდებობა არსებობდა, რომლებსაც დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე იკავებდნენ.