სამართალი
საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ლაშა ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებული, რომელიც პარტიის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ სააგიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, პარტიის კუთვნილ ლეპტოპს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ მოპარული კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.