სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

 საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ წრომში დავით გოგალაძე.

დავით გოგალაძე მოქალაქეს დაჰპირდა სახელმწიფოს კუთვნილი 8 ჰა მიწის ფართობის იჯარით სარგებლობაში გადასაცემი აუქციონისათვის საჭირო პროცედურების დაჩქარებას, რის სანაცვლოდაც მას ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.