სამართალი
საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. „არ შეიძლება, გარკვეულ პირებს დანაშაული ეპატიოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან”, – ამ განცხადებას ყოფილი დეპუტატი ანზორ აბრალავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აკეთებს:
“მაშინ გამოუშვათ ციხეებიდან პატიმრები! მათ დიდ უმრავლესობას იმაზე ბევრად ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმს. ნაციონალების ჯალათების არაადამიანურ ქმედებებთან შედარებით, კორცხელის ინციდენტიც არაფერია. ისე ნუ იზამენ, რომ ხალხმა რევოლუცია მოუწყოს “ნაცმოძრაობას”! ხელისუფლებას ყურადღება მართებს. სარწმუნო წყაროებით, საქართველოში სააკაშვილმა შეიარაღებული ჯგუფები გამოაგზავნა. ისინი არეულობების მოწყობას ნაციონალებთან ერთად შეეცდებიან”, – განაცხადა აბრალავამ.