პოლიტიკა
საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენების დროს განაცხადა.
“ჩვენ არ გვაქვს გეგმები, განვათავსოთ იქ ჯარი მუდმივად, თუმცა ვაპირებთ, რომ ჩვენი სწავლების ინტენსივობა გავზარდოთ”, - განაცხადა კარპენტერმა, რომელმაც მაისში ჩატარებულ სამხედრო წვრთნას წარმატებული უწოდა.
პენტაგონის წარმომადგენელმა სენატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აშშ უკვე რვა წელია, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაში ეხმარება.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა რუსეთის მიერ საზღვრების, შეთანხმებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევას ეძღვნებოდა.