პოლიტიკა
საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. 8 ივნისიდან საქართველოში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი რეგულაციები, კანონმდებლობის მიხედვით, ძალაში შედის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.
„იზღუდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არის დემოკრატიის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობთ, კონსულტაციებმა, რომლებიც გაიმართა პრეზიდენტთან და პარლამენტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.