სამართალი
ბიძინა ივანიშვილი: „გიორგი კვირიკაშვილში ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე“

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. 2016 წლის 7 ივნისს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდა.  საქართველოს ექსპრემიერთან შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას 14 ივნისს გამართავს.

 ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგი კვირიკაშვილში - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 „გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის აღმოჩენაა ადამიანობის, წესიერების, უანგარობის  და განწყობის იმისა, რომ  თავის ქვეყანას ემსახუროს... მე შეიძლება, ქონებრივად უფრო მეტი გამაჩნდეს, მაგრამ ნაკლების შემძლე გიორგის ჩემზე არანაკლები განწყობა აქვს. საოცარი პიროვნებაა, ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში. იმდენად დაბალანსებულია, იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია და ამავდროულად არის ძალიან კარგი მენეჯერი, კარგი პროფესიონალი ფინანსისტი. მხოლოდ ერთი განწყობით გახლავთ დღეს ის მთავრობის მეთაური, რომ მოემსახუროს თავის ქვეყანას და საუკეთესო გზით წაიყვანოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.