სამართალი
ბიძინა ივანიშვილი: „სააკაშვილის გუნდის მსხვერპლი იყო მურუსიძეც და მთელი სასამართლო სისტემაც“

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. 2016 წლის 7 ივნისს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდა.  საქართველოს ექსპრემიერთან შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას 14 ივნისს გამართავს. 

 ბიძინა ივანიშვილს იუსტიციის საბჭოს მდივან ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს - რატომ არის ნიკა გვარამია მონსტრი და რატომ არის მურუსიძე მსხვერპლი?“

 „ყველზე დიდი ტრაგიზმი იყო გირგვლიანის თემა, თუმცა მკვლელობები სხვაც მოახერხა ხელისუფლებამ. როცა მურუსიძე 2013 წლის ოქტომბერში მეორე პირად აირჩიეს საერთო სასამართლოში, გაგიგიათ რაიმე ხმაური იგივე ენჯეოების მხრიდან, რომლებიც დღეს ხმაურობენ? იგივერუსთავი2“, რომელიც ყველაზე აქტიურია, იგივენაციონალური მოძრაობა... აქვე შემიძლია ჩავამატო პრეზიდენტი, რა პოზიცია ეჭირა, იგივე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მიმართავს პრეზიდენტს, რომ არ დაუშვას ვიღაც მოსამართლის არჩევა. ვინ კითხავს პრეზიდენტს, ვის აირჩევს სასამართლო?“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

 მისივე თქმით, „რუსთავი 2“-მა ააგორა, ის, რომ მურუსიძე ცუდი მოსამართლეა  და მთელი სასამართლო არის ცუდი.

 „წინა მთავრობას მთელი სასამართლო გადაქცეული ჰყავდა, რადაც უნდოდა და აბა გაებედა რომელიმე მოსამართლეს და არა მარტო მურუსიძეს, ის არ გაეკეთებინა, რასაც ეტყოდნენ. მარტო კი არ გაათავისუფლებდნენ, არამედ ციხეში გაუშვებდნენ. ასეთი იყო დამოკიდებულება. სააკაშვილის გუნდის მსხვერპლი იყო მურუსიძეც და მთელი სასამართლო სისტემაც“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.