პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „დიქტატურას გაფორმებაღა აკლდა და ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე გადმოვიყვანეთ“

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. 2016 წლის 7 ივნისს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდა.  საქართველოს ექსპრემიერთან შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას 14 ივნისს გამართავს.

 საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი  უკმაყოფილოა იმ შედეგით, რაც 2030-ის მუშაობით მიიღო.

 „უფრო მეტის იმედიმქონდა, როცა 2030 ჩამოვაყალიბე.  და არ მომწონს, რაც მივიღე შედეგი“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 „ძალიან წარმატებულად გავართვით თავი ძალიან ბევრ პრინციპულ საკითხს.  ქვეყანა შემოვაბრუნეთ, დიქტატურას გაფორმებაღა აკლდა და დემოკრატიის რელსებზე გადმოვიყვანეთ ქვეყანა.რეალური პერსპექტივა გაჩნდა იმისა, რომ უახლოეს წლებში გავხდეთ განვითარებული ქვეყნების მსგავსი ქვეყანა, როგორც ეკონომიკის მხრივ, ისე დემოკრატიული ღირებულებებით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.