საზოგადოება
საქართველოში შიდსით ინფიცირების 440 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

aids-ribbonინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემებით, 2010 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 2 ათას 676 შემთხვევა, არაოფიციალური მონაცემებით კი, ინფიცირებულთა რიცხვი 4 ათასს აღწევს.

დაავადების გადაცემის გზების მიხედვით, ყველაზე მეტი შემთხვევა ინტრავენურ ნარკომომხმარებლებშია – 57,3%, სექსუალური კონტაქტი - 35,8% და ჰომო-ბისექსუალური კონტაქტი - 3,1%.

პაციენტთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 39 წლამდეა. ამ დროისთვის მკურნალობს 811 პაციენტი, მათგან 34 ბავშვია.