სამართალი
საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბესიკ ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, გარეკახეთის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე თავის მეუღლეს ეკატერინე ქ-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეკატერინე ქ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.