სამართალი
შსს-მ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა, ხოლო 2 წევრი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი.  შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი: თამარ წ., ლაშა . და ირაკლი . დააკავეს, ხოლო 2 წევრი: ელენე . და თეო . სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა დროს, ოფიციალური სანოტარო აქტების გაყალბების შედეგად, 4 მოქალაქის კუთვნილ 6 ბინასა და მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლებები თაღლითურად მოიპოვეს. მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ქონებრივმა ზიანმა  2 130 110 ლარი შეადგინა.