აქტუალური
საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი “პორტერი” ორშაბათს, 6 ივნისს შავ ზღვაში შემოვიდა.
სამხედრო ხომალდის მიერ ბოსფორის სრუტის გავლის კადრები YouTube-ზე დევს.
მანამდე აშშ-ის მეექვსე ფლოტი იუწყებოდა, რომ ხომალდს მოუწევს “რუტინული ოპერაციების” ჩატარება “ძალთა ჩვეულებრივი განლაგების” ფარგლებში. შავ ზღვაში ნაღმოსანი “პორტებში შევა და პარტნიორი ქვეყნების ფლოტებთან ერთად ორმხრივ სწავლებებში მიიღებს მონაწილეობას”.