აქტუალური
საახალწლოდ მოსახლეობის ხარჯები საშუალოდ 100-150 ლარით გაიზარდა

sasursato-kalataსაახალწლოდ მოსახლეობის ხარჯები საშუალოდ 100-150 ლარით გაიზარდა. ამ ინფორმაციას “რეზონანსი” გამოკითხვის შედეგად აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, მოსახლეობის უმრავლესობას საახალწლო სუფრისთვის საშუალოდ 300-დან 500 ლარამდე თანხის დახარჯვა მოუწევს, რადგან წინასაახალწლო პერიოდში პროდუქტის ფასები ყოველდღიურად 20 თეთრით იზრდება. მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, ყველაფერი გაძვირებულია, ნაძვის ხეები და საახალწლო აქსესუარებიც კი. „რეზონანსის“ ცნობითვე, ფასების მატების გამო გაიზრდება იმ ადამიანთა ხარჯები, რომლებიც ახალ წელს შინ არ ხვდებიან. მათ რესტორნებსა და ბარებში ახალი წლის ღამის გასატარებლად საშუალოდ 150 ლარი დასჭირდებათ.