პუბლიკაციები
ნიკოლოზ მჟავანაძე: გვარამიას აღიარება ცხადყოფს რომ საკონსტიტუციო სასამართლო ნაციონალების და მის დაქვემდებარებაშია

  როდესაც ნაციონალური მოძარაობის წარომადგენლები და მათი მხარდამჭერი ვითომ  ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტები სასამართლო სისტემის დაომუკიდებლობის ხარვეზებზე საუბრობენ მათ „რატომღაც არავის არ ახსენდებათ“ და ისინი თვალს ხუჭავენ იმ გარემოებაზე, რომ სწოერდ ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი საკონსტიტიუციო სასამართლოს სახით პრაქტიკულად სწორედ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ საქვეწყუბო დაწესებულებად არის გადაქცეული უკვე  ისე თავდაჯერებულნი არიან ამ სასამრთლოს მათდამი ერთგულებაში, რომ აღარ დაგიდევენ თუნდაც მათ ფორმალურ რეპუტაციას და საკუთარ გამონათქვამებს კონტროლს ვეღარ უწევენ და პირდაპირ ლუსტრირებას ახედენენ- განაცხადა ,,უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოსა და ნიკა გვარამიას განცხადებებს ამ სასამართლოსთან დკავშირებით:  

,,2016 წლის 31 მაისს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გადაცემა „აქცენტებში“ამ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნ.გვარამიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს მათ რამდეინმე სარჩელს და სააპელაციო სასამართლო პროცესის დასრულების ჩქარობს,  რათა მას არ დაასწროს საკონსტიტუცო სასამართლომ და არ გააუქმოს ის ნორმები, რომელთა საფუძველზეც ეს დავა მიმდინარეობს. მან ასევე განაცხადა, რომ იმავე დღეს (31 მაისს) დადებული ვეტოს შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამრთლოს სათანდო დრო აქვს , რომ მოაწყოს გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე (ანუ რუსთავი 2 პირველ სარჩელზე ( სარეგისტრაციო #679), სადაც ითხოვენ მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგების თაობაზე ნომრის გაუქმებას - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი). სინამდვილეში ამით გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს განუსაზღვრა საკმოდ შეზღუდული დრო,  ვინაიდან ამ ვეტოს დაძლევა - არ დაძლევის საკითხი ლოგიკურად ცხადია საკმაოდ მოკლე ხანში უნდა გადაწყვეტილიყო. ამის შემდეგ, მან საერთოდ უკვე პირდაპირ განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს  მათ აქვთ სათადარიგო გზაც ანუ საკონსტიტუციო სასამრთლოს განხილვაშია რუსთავი 2 მეორე სარჩელიც და აქ მან პრაქტიკულად სკანდალური აღიარება გააკეთა და პირდაპირ თქვა (იხ. გადაცემა აქცეტები 31 მაისის 22:55 წუთზე), რომ „იქ რეტრო აქტიურობის ნორმაც უქმდება“.  აქ საუბარია საკონსტიუციო სასამრთლოში რუსთავი 2 მეორე სარჩელზე (სარეგისტრაციო #678), სადაც ისინი ითხოვენ, რომ საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილებებს მიენიჭოს უკუძალა წარსულ დროში და ის გახდეს ახლად აღმოჩენილი გარემოება საერთო სასამრთლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში ( საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-მუხლზეა საუბარი , რაც ახლად აღმოჩენი გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითვალისწინებს) ანუ მარტვივად რომ ვთქვათ საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს საერთო სასამრთლოების მიერ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებათა გაუქმების, მათი გადასინჯვის და ახალი ( უკვე ცხადია ძველისგან საპირსპირო) გადაწყვეტილების მიღების  საფუძველი ამით გვარმიამ თავისდა უნებურად განაცხადა, რომ მან იცის, რომ მომოვალში საკონსტიტუციო სასამართლოში დაკმაყოფილდება მათი სარჩელი, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ,მისი   განცხადებით „იქ რეტრო აქტიურობის ნორმაც უქმდება“ ანუ სწორედ ის ნორმა, რაც ამჟამდ არ ითვალიწინებს საკონსტიტუციო სასამრთლოს გადაწყვეტილებებისთვის ძალის მინიჭებას წარსულ დროში.

     2016 წლის 31 მაისსვე ნ.გვარამიამ სააგენტო „აიპრესთან“ (www.ipress.ge) განაცხადა, რომ იმ დღეს ანუ 31 მაისის სხდომაზე სააპელაციო სასამრთლომ არ გაითვალისწინა რუსთავი 2 ადვოკატების თხოვნა საქმის განხილვის ერთი კვირთი გადადების თაობაზე და შემდეგი სხდომა გადადო 3 ივნისს და შემდეგ უკვე აღნიშნა, რომ „როგორც ჩანს ჩვენგან განსხავებით იციან, რომ საკონსტიტუციო სასამრთლო რაღაცას აპირებს და ცდილობენ დაასწრონ, მარგამ მაინც არ გამოვა. ანუ აშკარაა, რომ გვარამიამ იცის თუ საკონსტიტუციო სასამრთლო როდის (აუცილებლად სააპელაციო სასამრთლოში საქმის განხილვის დასრულებამდე) და როგორ (რახან დასწრებაზე საუბრობს, ცხადია იგულსიხმება რუსთავი 2ისთვის სასარგებლო შედეგი) გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამრთლო.

   და ბოლოს დასკვნის სახით, სინტერესოა მოსარჩელე ტელეკომპანია რუსთავი 2 (იურიდიული პირის სპეციფიკიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში სასამრთლოში წარდგენილი სარჩელის სუბიექტი არის ტელეკომპანია საქართველო)  ყველა კონსტიტუციური სარჩელი (675, 678, 679, 681, 720 ,721, 726)  განსახილველად დეწერა საკონსტიტუციო სასამრთლოს ერთ კოლეგიას (გამონაკლისი იყო მხოლოდ 719 კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც იმის გამო რომ გასაჩივრებული იყო „საქართველოს საკონსტიტუიცო სასამრთლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმა, განიხილა სასამართლოს პლენუმმა). აღნიშული სარჩელებში სადაო იყო გამხადარი სხვადსხვა კანონში არსებული, ერთმანეთან შინაარსობლივ კავშირში არ მყოფი სხავდასხვა ნორმა. ამ სარჩელებს ერთმანეთან აერთიანებდა მხოლოდ ის, რომ მათი ავტორი წარმოადგენდა ერთსა და იმავე სუბიექტს, რაც მათი განსახილველად ერთი კოლეგიისათვის მიკუთვნების საფუძველი კი არ უნდა გამხდარიყო, არამედ პირიქით, როდესაც ერთი სუბიექტის სარჩელებს ყოველთვის განიხილავს ერთი კოლეგია, მიუხდეავდ იმისა, რომ რიგითობის მიხედვით ის მისი განსახილველი არ არის, ამან შეილება გააჩინოს ეჭვები როგორც საქმეთა განაწილების, ასევე საქმის გადაწყვეტის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ასეთი შემთხვევა საკონსტიტუციო სასამრთლოს პრაქტიკაში არაერთია პრაქტიკულად გამოდის რომ კონრეტული სუბიექტისთვის „პერსონალური“ კოლეგიაა გამოყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ექსკულზიურად მის სარჩელებს იხილავს. რაც ასევე ძალიან ნიშანმდობლივია , ასეთი საქმეები მართალია ნაწილდება „შემთხვევით“ მხოლოდ ერთ კოლეგიაზე, თუმცა იქაც, „რატომაღაც“ კოლეგიის სამ წევრზე (მომხსენებელი მოსამართლეები არიან სასამრთლოს წერვები კ.ვარძელაშვილი, ქ.ერემაძე  და მ.კოპალეიშვილი) და მეოთხე წევრს მ.ტურავას „რატომღაც“ არ ხვდება ასეთი საქმეები

    ასევე მნიშველოვანია ყურადღება მიექცეს იმას, რომ სასამართლომ გარკვეული რუსთავი 2 სარჩელებთან დაკაშირებით ავლენს განსხავებულ მიდგომას არამხოლოდ პრცედურების, არემედ საქმის განხილვით ვადების მხრივ. მაგალითად  მოსარჩელე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის  და შ.პ.ს ტელეკომპანია  საქართველოს  რიგ სარჩელბთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ შესაშურად მოკლე ვადაში მოახერხა საქმის განხილვა და შესაბამისი სამრთლებრივი შედეგების დაყენება. მაგალითად 675-ე სარჩელი არსებითად განსახლიველად მიიღო (სადაო ნორმა შეაჩერა) სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვიდან ექვს დღეში. ხოლო 681-ე სარჩელზე იგვიე სამარლებრივი შედეგი დააყენა 7დღეში.

   რაც შეეხება პირველი კოლეეგის წევრების მიუკრეძოებლობას, საინტერესოა რომ ამავე კოლეგიის წევრი მ.კოპალეიშვილი წლების განმავლობაში იყო საკონოსტიტუციო სასამართლოში 8 სარჩელთან დაკავშირებული კომპანიის რუსთავი 2 ამჟამინდელი გენერალური დირექტორის ნ.გვარამიას იუსტიციის მინსტრობისას, მისი რეკომენდაციით დანიშნული მოადგილე ჯერ იუსტიციის სამინისტროში, ხოლო შემდეგ განათლების მინისტრობისას ის იყო ერთადერთი მოადგილე, რომელიც იუსტიციის მინსტრობიდან განათლების მინისტრად გადასვლისას თან გადაიყოლა ნ.გვარამიამ ისევ მოადგილის პოზიციაზე.  საინტერესოა რომ იგივე ნ.გვარამიას პირველი მოადგილე განათლების მინსტრობისას იყო კ.ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია. თუმცა მიუხედავდ ამ აშკარა გარემოებებისა, როდესაც აცილების საკითხი დადგა მოპასუხე მხარის პარლამენტის წარმომადგენლის მხრიდან, ამ ორი მოსამრთლის მიმართ #675_ე  სარჩელზე (მოსარჩელზე ტელეკომპანია რუსთავი 2) ისინი არ იქნენ აცილებული ამ საქმის განხილვას. შესაბამისად ისინი ასევე მონაწილეობენ ამ სუბიექტთან დაკავშირებული სხვა 7 სარჩელის განხილვაში.’’

დასკვნა: პრაქტიკულად ნ.გვარამიამ დანამდვილებით იცის რომ

1. საკონსტიტუციო სასამრთლოს პირველი კოლეგია ნებისმიერ შემთხვეავში #679 სარჩელზე თავის გადაწყვეტილებას „მოასწრებს“ და გამოაცხადებს მანამდე, სანამ სააპელაციო სასამრთლოში დასრულდება რუსთავი ორის საქმის განხილვა და „მოასწრებს გააუქმოს“ ის ნორმები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე  მუხლი მართლ საწინააღმდგო და ამორალურ გარიგებებთან დაკავშირებით), რომელთა საფუძველზე მიმდინარეობს საერთო სასამართლოებში დავა და

 2. საკონსტიტუციო სასამრთლოს ასევე დააკმაყოფლიებს რუსთავი 2 სარჩელს (#678) „უქმდება რა  რეტროაქტიურობის ნორმა“ და უკუძალას მიანიჭებს საკუთარ გადაწყვეტილებებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი).  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, გვარამიას აღიარება ცხადყოფს რომ საკონსტიტუციო სასამართლო  ნაციონალების და მის  დაქვემდებარებაშია.’’