საზოგადოება
მეჭიაური ლევან ვასაძეს თანამშრომლობას სთავაზობს

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა, რომელმაც საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა, ბიზნესმენ ლევან ვაძაძეს თანამშრომლობა და მისი გუნდის წევრობა შესთავაზა:

 ”უარს არ ვიტყვით, თუკი ჩვენთან ითანაშრომლებს. ეროვნულ საკითხებში ჩვენი ხედვები ემთხვევა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის. ახლოს მყოფი ხედვები გვაქვს და მივესალმები, თუკი თანამშრომლობა შედგება”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა, რომელმაც ახალი პარტიის - "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" პრეზენტაცია გამართა. საინიაციტივო ჯგუფის წევრები გახდნენ კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, დიასპორის საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სანდრო ბრეგაძე, პოლიტიკოსი დავით ფაცაცია, არასამტავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი – ძლიერი საქართველო“–ს დამფუძნებელი ლალი მოროშკინა და სააკაშვილის დიქტატურის დროს მოკლული ახალგაზრდის დუტა რობაქიძის დედა, საზოგადო მოღვაწე ია მეტრეველი.