სამართალი
ახალციხის მერია პლატფორმას „დაიცავი თავისუფლება“ რაბათის ციხესიმაგრეში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტის ჩატარების ნება არ მისცა

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. მიუხედავად რაბათის ციხესიმაგრის ადმინისტრაციასთან შეთანხმებისა, რომელთანაც მოლაპარაკება დაახლოებით ერთ თვეს გრძელდებოდა, მათ მოულოდნელად შეცვალეს პირობები და პლატფორმას იჯარა გაუძვირეს - სტანდარტულ ფასზე 10-15-ჯერ მეტად. პირობების მოულოდნელად შეცვლა ადმინისტრაციამ იმით ახსნა, რომ “ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” მოთხოვნადია“.

 პლატფორმა „დაიცავი თავისუფლება“, ლიტვის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახალციხეს და მის მიმდებარე სოფლებს 6 ივნისს ეწვია და კარდაკარ კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას გაესაუბრა. კამპანია სამ დღეს გასტანს და ის საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კონცერტით დასრულდება, რომელიც ოთხშაბათს, 8 ივნისს, 18:00 საათზე, რაბათის ციხესიმაგრის ნაცვლად ახალციხის დრამატული თეატრის წინ გაიმართება.

 პლატფორმის რეგიონული კარდაკარ კამპანიების მიზანია, შეამციროს რუსული პროპაგანდის გავლენა ქვეყნის მოსახლეობაზე - დებატებისა და საჯარო დისკუსიების გზით. პლატფორმის “დაიცავი თავისუფლება” წევრები არიან:

ტაბულა

თავისუფლების ინსტიტუტი

Georgian Review

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი (BBSA)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)

ფონდი ALPE

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

European Students for Liberty

რუსთავი 2

Cooperation for Peace and Progress

ფორმულა კრეატივი

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD)

AlterVision Group

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS)