პოლიტიკა
პუშკოვმა ობამა ფარისევლობისთვის ნობელის პრემიის ღირსად მიიჩნია

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის სახელმწიფო დუმას საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ფარისევლობაში ნობელის პრემიის ღირსია. ამის შესახებ მან თავის Twitter-ზე დაწერა.

 პუშკოვმა ობამას ნათქვამის ციტირება მოახდინა: აშშ-მა შექმნა მსოფლიო წესრიგი, რომლის დროსაც ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემენ და კომენტარი გაუკეთა: და ეს იუგოსლავიის, ერაყის, ლიბიის შემდეგ?!”.

 “ნობელის პრემია ეკუთვნის! ფარისევლობაში”, - დაასკვნა დეპუტატმა.

 მანამდე პუშკოვმა ობამას სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის ჰარი ტრუმენის ღირსეული მემკვიდრე უწოდა, რომელმაც 1945 წელს იაპონიის ქალაქებზე ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ატომური ბომბების ჩამოგდება ბრძანა.

 ობამა 2009 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატია. ეს ჯილდო მას “საერთაშორისო დიპლომატიისა და ხალხებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისთვის გაწეული უზარმაზარი ძალისხმევისთვის” მიენიჭა.